Header image  
kino  
  
 
 
 
 


dakarguli saunje
v

1924 წლის ქართული საბჭოთა სამსერიიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ. ფილმი შენახულია არასრულად.

siuJeti

სამოქალაქო ომის დროს, მეგობრები ილია, ტანია და თევდორე კონტრრევოლუციონერთა მიერ გადამალული განძის პოვნას გადაწყვეტენ.მრავალი ფათერაკის შემდეგ შენიღბულები მტრის ბანაკში შეაღწევენ და თეთრგვარდიელების წვეულებაზე აღმოჩნდებიან. ტანია მათ მეთაურს, კლესჩუკს მოხიბლავს და მისი ბინის გასაღებს ჩაიგდებს ხელში. მეგობრები გადამალულ განძს გაიტაცებენ, კლეშჩუკის დევნას თავს დააღწევენ და განძეულს ხელისუფლებას ჩააბარებენ.

rolebSi

  • პავლე ესიკოვსკი - ილია
  • სოფია ჟოზეფი - ტანია
  • პეტრე მორსკოი - მეზღვაური თევდორე
  • ნ. ნიროვი - ბერი
  • ვლადიმერ ობოლენსკი - მოხუცი
  • მარია არნაზი - ჯაშუში
  • ივანე კრუჩინინი - კაპიტანი კლეშჩუკი

gadaReba

რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვს სურდა გაჯიბრებოდა ივანე პერესტიანის მეტად პოპულარულ ფილმს „წითელი ეშმაკუნები“. მან მთავარ როლებში „ეშმაკუნების“ მთავარი მსახიობები მიიწვია, მაგრამ ფილმმა არ ივარგა, მალე მოიხსნა კინოთეატრებიდან და მიეცა დავიწყებას.

 

ixileT aseve